ბელეტრისტიქა

დასაწყისი

„როდესღაც უნდა დავიწყო“ ფიქრობდა იგი. „აუცილებლად უნდა დავიწყო!“

და გადაწყვიტა დაეწყო.

მაგრამ სანამ დაწყებას დაიწყებდა, წამოწვა და ფიქრი დაიწყო. ვინაიდან ყოველი დასაწყისი რთულია და თუ არ იფიქრე ვერაფერს მიაღწევ. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ძალიანაც რომ გინდოდეს - არაფერი გამოვა.

რაც უფრო დიდხანს იწვა და ფიქრობდა დაწყების საკითხზე, მით უფრო რთული ეჩვენებოდა და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველაფერს სჯობს - საერთოდ არ დაიწყოს, ვინაიდან რას მოიტანს დაწყება გარჯისა და უსიამოვნების გარდა? არაფერს! ცდილობ და იძაბები: და გინდაც შემთხვევით რამე გამოვიდეს ეს თითქმის იგივე იქნება, რაც - რომც არაფერი გამოვიდეს.ვინაიდან რაც არ უნდა წარმოიშვას - გაგრძელებას მოითხოვს: ყოველი ნაბიჯი უმოწყალოდ მოითხოვს შემდეგს; მსგავსად ამ ჰოლანდიელისა, მფრინავისა, დაეხეტები მიზნიდან მიზნისკენ და ყოველი მიზანი რომელიც თითქოს უკვე მიღწეულია, არარაში იკარგება და ახალ მიზანზე მიუთითებს. არა, ჯობია საერთოდ არ დავიწყო.

და მან გადაწყვიტა დაეძინა.

რაიმონდ ცოლერი
თარგმანი ელენე ნანიტაშვილი

© Raymond Zoller
გერმანული ვერსიისკენ
რუსული ვერსიისკენ