ბელეტრისტიქა

ესკიმოსური

სუსხი და სინესტე,
სახე მეყინება,
პოლუსს კი ყინულქვეშ სძინავს,
რად არის ცხოვრება ასეთი მტანჯველი?
ესკიმოსი რად გმინავს ?

დათვმა მოგვპარა
ტომრებით ორაგული
შესანსლა დეიდა კლარაც.

ყინულის ქარები,
აქოთდა ჯარგვალი...
თბილისში მზეა და ცხელა!
რატომ არ გავჩნდი
სწორედაც თბილისში?
ესკიმოსს სჭირდება შველა.

დათვმა მოგვპარა
ტომრებით ორაგული
შესანსლა დეიდა კლარაც.

რაიმონდ ცოლერი
თარგმანი ელენე ნანიტაშვილი

© Raymond Zoller

გერმანული ვერსიისკენ
ესპანური ვერსიისკენ
რუსული ვერსიისკენ
ინგლისური ვერსიისკენ