Klamurke

Texte

Biana und die Räuber

ბიანა

ვრვლოვი აუცილებლად იპოვიდა გამოსავალს.

 რადგანაც ვრვლოვი ყოველთვის პოულობს გამოსავალს.

 თუ უნდა.

მაგრამ ამჯერად არ უნდოდა.

 რატომ უნდა ვიპოვო გამოსავალი? გაიფიქრა ვრვლოვმა. გამოსავლის გარეშე ხომუფრო საინტერესოა.

 ყაჩაღებმა გაკოჭეს ბიანა და ჩატენეს ტომარაში.

 როდესაც ის შეიპყრეს, ბიანამ გაკვირვებისგან წამოიკივლა;   და სანამ მას ხელ-ფეხს უკოჭავდნენ ყაჩაღებს ეწინააღმდეგებოდა:

რას სჩადითდა როცა ის ბოლოსდაბოლოს  ჩატენეს ტომარაში აღმოხდა: „თქვენ სულ გაგიჟდით!“

 ვრვლოვ რომ დაენახა , რომ ბიანა მართლაც შეშინებულია - აუცილებლად ჩაერეოდარადგანაც ის გულჩვილი ადამიანია და ყოველთვის ეხმარება გასაჭირში მყოფთთუმცა ამჯერად მას არ მოეჩვენა, რომ ბიანა განსაკუთრებით იტანჯებოდა ასეთი მოპყრობის გამოწინააღმდეგ შემთხვევაში ბიანა უფრო ხმამაღლა იყვირებდა, ყაჩაღების მოგერიებას ეცდებოდა და თავისი გრძელი   ფრჩხილებით სახეებს  დაუკაწრავდა მათ. ვრვლოვ გაახსენდა თუ რა გამეტებით უკაწრავდა იგი ათი წლის წინ სახეებს ყველას, ვინც კი თვალში არ მოუვიდოდამიუხედავად იმისა, რომ მაშინ ასეთი გრძელი ფრჩხილები არ ჰქონდა. თუმცა ვრვლოვისთვის, მას არასოდეს დაუკაწრავს სახე. რადგან ვრვლოვი იმ დროისთვის უკვე 26 წლის იყო, და ბიანასთვის, რომელიც იყო მხოლოდ 8 წლის, ის განეკუთვნებოდა პატივსაცემ ადამიანთა რიცხვს, რომელთა დაკაწრვაც აკრძალულია. სამაგიეროდ ბიანას არაერთხელ მიუმაგრებია ცარიელი ქილები მისი მანქანისთვის, და ვრვლოვ დღემდე ახსოვს, თუ როგორ გრუხუნებდა ეს ყველაფერიმისთვის, ათი წლის წინ, ის იყო უბრალოდ  გაუზრდელი, თავხედი მეზობლის გოგონა, რომელსაც ვრვლოვი  მთელი სულითა და გულით წყევლა-კრულვას უგზავნიდა.

 მაგრამ ეს იყო მაშინ.

 როდესაც ყაჩაღები ტენიდნენ ბიანას ტომარაში, მას კაბა აეწია, და  ვრვლოვმა შეამჩნია რომ მას საოცრად ლამაზი ფეხები ჰქონდა. რამაც  მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. შთაბეჭდილება, რომელმაც თითქმის მთლიანად გადაფარა მოგონებები ფხაჭნია და ქილების მიმმაგრებელ მეზობლის გოგონაზე.

 სანამ ბიანას კოჭავდნენ და ტენიდნენ ტომარაში, ერთ პატარა და ჩამომხმარ ყაჩაღს ხელში დიდი დანა ეკავა, რომლის წვერიც     ვრვლოვის მუცლისკენ იყო მიმართულიმართლაც სასაცილოდ გამოიყურებოდა, თუ როგორ იდგა იგი გაბღენძილი, და ეგონა თითქოს თავისი დანით საფრთხეს უქმნიდა ვრვლოვ. ვრვლოვი კი თვლიდა, რომ იგი იოლად  შეძლებდა  ყაჩაღისთვის დანის წართმევას და თანამზრახველებთან ერთად მის გაუვნებელყოფას. იგი აღმოსავლური ორთაბრძოლის ხელოვნებას ფლობდადა მისთვის სახალისო იყო იმის წარმოდგენა, თუ რა ილეთებით შეძლებდა ვითარების თავის სასარგებლოდ შემოტრიალებასრადგანაც ეს ყაჩაღები ძალიან მოუხერხებლები იყვნენ.

მაგრამ სასურველი იყო თუ არა ასეთი შემოტრიალება - ამაში  ის დარწმუნებული არ იყოდა არ გამორიცხავდა, რომ  ჩარევით ის ხელს შეუშლიდა მოვლენების საკმაოდ საინტერესო მიმართულებით განვითარებასფეხები ხომუღმერთოდ ლამაზი ჰქონდა... თვითონ ბიანა, როგორც ჩანდა  ამ ყველაფრის წინააღმდეგი არ იყო. ამიტომ ვრვლოვმა  გადაწყვიტა რაც შეიძლება დიდხანს არ ჩარეულიყოან - საერთოდ არ ჩარეულიყორადგანაც ყაჩაღები იმდენად გამოუცდელები და მოუხერხებლები იყვნენ, რომ ის ვითარებას სრულად ფლობდა.

 ორ ძალიან დაბალ და  მსუქან ყაჩაღს, რომლებიც ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს, ტომრის ყელი ეკავათ, ხოლო მესამე - ძალიან გრძელი და გამხდარი დიდი თოკის მეშვეობით ტომარას თავს უკრავდაროდესაც ყველაფერი მზად იყო - უეცრად ტომრიდან ბიანას ხმა გაისმა:

 „რატომ არ ამიკარით პირი?“

 ვრვლოვ კვლავ გაახსენდა მეზობლის თავხედი გოგონა, რომელიც მანქანას ქილებს აბამდამაგრამ უეცრად  მას იგი მოეწონა.

 რაგდანაც ყაჩაღები დუმდნენ, ვრვლოვმა იკითხა:

 რატომ გინდა რომ პირი აგიკრან?“

 „რომ არ ვიყვიროუპასუხა ბიანამ.

 „თუ არ გინდა რომ იყვიროუბრალოდ ნუ იყვირებურჩია ვრვლოვმა.

 „სულელო!“  გაისმა ტომრიდან. „შენ ისევ ისეთი რეგვენი ხარ, როგორც მაშინ, როდესაც შენს მანქანას ქილებს ვაბამდი

რა შუაშია აქ ცარიელი  ქილები?“ ვერ გაიგო ვრვლოვმა.

 „ქილები არაფერ შუაშია...“ უპასუხა ბიანამ.

მაგრამ შენ კი  წყალწაღებული რეგვენი ხარ“.

ეს ხომ წინდაუხედაობაა გაიტაცო ვინმე ტომრით ისე, რომ წინასწარ პირი არ აუხვიო. მითუმეტეს, თუ ის ისეთი ჭირვეული არსებაა, როგორიც მე“.

 „ჭირვეული რომ ხარ, ამას წყალი არ გაუვადაადასტურა ვრვლოვმა.

 „წარმოიდგინე, მათ არხეინად მივყავარ ტომრით ქუჩაში, და უცებ მე დავიყვირე...“

 „ხო, ამას მართლაც უსიამოვნებები მოყვებოდადაეთანხმა ვრვლოვი.

 „სწორედაც რომ...“  თქვა ბიანამ.

 დანიანი ყაჩაღი მოუტრიალდა თავის ამხანაგებს  - „აუკარით პირი, თორემ დავიღუპებით“ .

 უყურადღებო  ყაჩაღის გაუვნებელყოფა ვრვლოვ ახლა უკვე ყოველგვარი აღმოსავლური ორთაბრძოლის გარეშე შეეძლო.

 მაგრამ ის აუღელვებლად იდგა თავის ადგილზე და თქვა:  „არ დაგავიწყდეს ჩემი გაკონტროლება“.

 ყაჩაღი დაუბრუნდა თავის ამოცანას, და ორივე ხელით ჩაებღაუჭა დანის ტარს.

 „გახსენით ტომარა და აუკარით პირი“  ბრძანა მან პირქუშად.

 „არა და რა მოხდენილი კვანძები გავაკეთე“  შეეწინააღმდეგა თოკიანი.

  „ტომარა უნდა გავხსნათდაიჟინა დაბალმა მსუქანმა ყაჩაღმა. „თუ გინდა, რომ გზაში უეცრად იყვიროს?“

 „ეს, ბუნებრივია, არანაირად არ მინდაუპასუხა თოკიანმა. „მაგრამ, მე ისეთი მოხდენილი და მყარი კვანძები გავაკეთე, რომ ისინი უკვე აღარ იხსნება...“

 „უბრალოდ რომ გადავჭრათ თოკი?“ ურჩია ვრვლოვმა.

 „შენი საქმე არაა“  შეუბღვირა დანიანმა.

 „ტომარაში ბოლოს და ბოლოს ხომ ჩემი ნაცნობია...“  თავი იმართლა ვრვლოვმა.

 „მერე რა?“

 „ბოლოს და ბოლოს შემიკრავთ თუ არა პირს?“ კვლავ გაისმა ტომრიდან.

 „ტომარას ვერ ხსნიანუპასუხა ვრვლოვმა.

 „მაშინ გადაჭრან თოკი და მერე ახალი აიღონურჩია ბიანამ.

 „მეტი თოკი აღარ გვაქვსგულდაწყვეტით თქვა  ტომრის შემკვრელმა ყაჩაღმა.

 „მაშინ უბრალოდ აიღეთ ის თოკები, რითიც გამკოჭეთ...“

 „თუ არ გაგკოჭავთ ჩვარს გამოიღებ პირიდან ან რამეს უარესს ჩაიდენხელაქნევით ჩაილაპარაკა მსუქანმა.

 „თუ ჩემს ჩულქებს გავიხდი, თქვენ შეძლებთ მათი საშუალებით შემკრათ“, თქვა ბიანამ. „ჩულქები გამოდგება;    და პირსაც ჩულქებით ამიკრავთ“.

კარგად ერკვევიგაიოცა ვრვლოვმა.

 „შენ ნუ ერევიგაისმა ტომრიდან.

 „ჩვენ გავხსნით ტომარასმტკიცედ თქვა თოკიანმა. „ვინმეს დანა ხომ არ გაქვთ?“.

 ყაჩაღებმა ჯიბეებში დაიწყეს ქექვა, და ერთი მეორეს მიყოლებით აქნევდნენ თავს. „ჩემი დანა კი მე მჭირდება. ვერ მოგცემთთქვა იმ ყაჩაღმა, რომელსაც ეგონა რომ ვრვლოვ აკონტროლებდა.

 ჩემი დანა აიღეთთქვა ვრვლოვმა. სწრაფად ამოიღო ჯიბიდან თავისი შვეიცარული ჯაყვა და გადაუგდო იმ ყაჩაღს, რომელმაც  ტომარა შეკრა.  

 „მადლობაუპასუხა ყაჩაღმამან გადაჭრა თოკი, და მალე ბიანა კვლავ თავისუფალი იყო.

ყაჩაღებმა ხელ-ფეხი გაუხსნეს. ის ოდნავ ისრესდა მაჯას, და უეცრად, სიმორცხვის გარეშე, აიწია კაბა, გაიხსნა რეზინის სამაგრები, და კეკლუცად და მოხერხებულად გაიძრო ჩულქები. შემდეგ ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მისცა ყაჩაღებს მისი კვლავ შეკვრის ნებაფეხები შეუკრეს თოკით, ხელები  - ჩულქით, ხოლო მეორე ჩულქის დახმარებით პირი აუკრეს. ვრვლოვმა შენიშნა, რომ ამ ყაჩაღებს არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ როგორ უნდა აუკრან ადამიანს პირი. და რომ თავზე შემოხვეული ჩულქი ვერანაირად ვერ შეუშლიდა მას ყვირილში ხელს.

 მაგრამ რადგან თავად ბიანა არ ეწინააღმდეგებოდა, ის არც ერეოდა.

  მათ ისევ ჩატენეს ბიანა ტომარაში, ხოლო ყაჩაღმა, რომელსაც ასე მოხერხებულად შეეძლო კვანძების შეკვრა, ტომარას თავი მოუკრა.

 „ამას რა ვუყოთ?“ იკითხა გამხდარმა დანიანმა ყაჩაღმა, და ხელი გაიშვირა ვრვლოვისკენ.

 „თუ გსურთ, ტომარას მე წამოვიღებშესთავაზა ვრვლოვმავფიქრობ რომ თქვენზე ძლიერი ვარ“.

 ყაჩაღები უარზე  არ იყვნენ. ვრვლოვმა  წამოიკიდა ტომარა მხრებზე; და მალე ის, ყაჩაღებთან ერთად, თვალს მიეფარა.

  ხოლო რა მოხდა შემდგომ, და საერთოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი - არ ვიცით. ძალიან უცნაურია...

  

რაიმონდ ცოლერი

თარგმანი ელენე ნანიტაშვილი

 

© Raymond Zoller

 

 

Biana und die Räuber

 

გერმანული ვერსიისკენ

ესპანური ვერსიისკენ

რუსული ვერსიისკენ

 

eXTReMe Tracker