Die Klamurke

შორისკენ

ცხენს დეზი ვკარი,
მივაგელვებ დაუზოგავად,
და ბრბო ღრიალით მომყვება უკან.

წინ გავიჭერი,
გამკვრივებულ სივრცეებს ვაპობ,
დაუნდობელი ჩემი მახვილით.

დაქუცმაცება ზვირთი კლდეების.
ჯახი, გრუხუნი, ყვირილი, კვნესა
გაყინულ ყოფას აფორიაქებს.

მივქრივარ, ვამსხვრევ გზად რაც შემხვდება
განწირულია ყოველივე გაშეშებული,
ნაპრალებიდან იბადება კვლავაც სიცოცხლე
და შორიდან კრთის სხივი იმედის.

რაიმონდ ცოლერი
თარგმანი ელენე ნანიტაშვილი

© Raymond Zoller

გერმანული ვერსიისკენ
ესპანური ვერსიისკენ
რუსული ვერსიისკენ
 ინგლისური ვერსიისკენ