ბელეტრისტიქა

ჩხრიალა გველი

გუშინ შუადღისას, როდესაც ძია ოტომ კლოზეტის თავსახური ასწია, იქიდან ჩხრიალა გველი ამოძვრა და ფეხზე უკბინა მას.

ძია ოტო ცოცხალი მხოლოდ იმის წყალობით დარჩა, რომ ჩხრიალა გველი, რომელიც გამოიყურებოდა როგორც ჩხრიალა გველი, სინამდვილეში იყო არა ჩხრიალა გველი, არამედ მარსიანელი, რომელიც დაიკარგა კანალიზაციაში და შემთხვევით აღმოჩნდა ძია ოტოს კლოზეტში.

როდესაც ძია ოტო გუშინ ამ ამბავს ავტობუსში თავის ერთ ნაცნობს უყვებოდა, მისი ნაამბობი გაიგონა ერთმა ყაჩაღმა, რომელიც მათ უკან იჯდა. შემთხვევით მოხდა ისე, რომ ზუსტად ეს ყაჩარი ერთი საათის შემდეგ თავს დაესხა ძია ოტოს. ის უკვე აპირებდა დანით ხელში მივარდნოდა მას მოსაკლავად, რომ უეცრად კანალიზაციის სახურავიდან ჩხრიალა გველი ამოძვრა! ყაჩაღი თავიდან ცოტა არ იყოს დაიბნა; მაგრამ მაშინვე გაახსენდა: „მე ვიცი! შენ არ ხარ ჩხრიალა გველი. შენ მარსიანელი ხარ!“ - ამით მან საკითხი ამოწურულად მიიჩნია და კვლავ ძია ოტოთი დაკავდა. - გველი ამასობაში მიეპარა მას და ფეხზე უკბინა.

ძია ოტო ციცხალი მხოლოდ იმის წყალობით დარჩა, რომ ჩხრიალა გველი, რომელიც ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც მარსიანელი, რომელიც გამოიყურება როგორც ჩხრიალა გველი, სინამდვილეში იყო არა მარსიანელი, არამედ ჩხრიალა გველი.

(თარგმანი: ჯემალ თავაძე)

© Raymond Zoller
გერმანული ვერსიისკენ
რუსული ვერსიისკენ