ტყეში,
შიგ ტყეში,
იჯდა მარსიანელი,
და ხელში ეჭირა
საჭერი ბადე.
ყველას, მოსეირნეს შიგ ტყეში, იჭერდა,
და ნადავლს ტენიდა საკუთარ თეფშში,
და როცა თეფში პირთამდე გაავსო,
გარინდა, დაგვტოვა ყელამდე ეჭვში
ბადე კი – იქვე დააგდო.
(თარგმანი: ჯემალ თავაძე)